weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ელჩს იმედი აქვს, რომ 2 ახალი უწყების უფროსები თოლორაიას სარჩელის განხილვამდე არ დაინიშნებიან

18:16 ორშაბათი, 07 თებერვალი 2022
ფოტოზე - კელი დეგნანი და ლონდა თოლორაია ფოტოზე - კელი დეგნანი და ლონდა თოლორაია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შალვა პაპუაშვილთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხი.

კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ ახალი სამსახურების უფროსების შერჩევისა და დანიშვნის პროცესი ნაჩქარევად არ წარიმართება და ეს მანამდე არ მოხდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას სარჩელს არ განიხილავს.

„საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც მას კანონით განსაზღვრული ჰქონდა კიდევ სამი წელი, მის წინააღმდეგ არ ყოფილა გარკვეული ტიპის საჩივარი ან სხვა რაიმე პრეტენზია. იმედს გამოვთქვამთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამასთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას და ახალი კანდიდატების დამტკიცება-დანიშვნა არ მოხდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პირველი მარტიდან უქმდება, რის შემდეგაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური უნდა ამოქმედდეს. საკონკურსო კომისიამ ამ უწყებების ხელმძღვანელის თანამდებობებზე 3-3 კანდიდატი უკვე შეარჩია და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გადაუგზავნა. თავის მხრივ ღარიბაშვილმა 2-2 კანდიდატი უნდა შეარჩის, რომელთაც პარლამენტში უყრიან კენჭს. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ინსპექტორის თანამდებობა „ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონის საფუძველზე გაუქმდა. ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ამ გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმაც, რომელიც მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები კონსტიტუციის 25-ე მუხლს ეწინააღმდეგება. ამ მუხლით საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლება აკრძალულია.

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე პარლამენტმა 2019 წელს, 6 წლის ვადით აირჩია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]