weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„ქართული ოცნების“ უკანონო გადაწყვეტილების გამო ჯაფარიძეს მხარს დავუჭერთ – მანჯგალაძე

14:10 პარასკევი, 18 თებერვალი 2022

პარტია სტრატეგია აღმაშენებელი შუალედურ არჩევნებზე, რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში, საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ვფიქრობდით საკუთარი კანდიდატის დაყენებას, მაგრამ იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილებით უფლებამოსილება შეუწყვიტა ბადრი ჯაფარიძეს, გადავწყვიტეთ მისთვის დაგვეჭირა მხარი.

ბადრის შანსი ექნება რუსთავში წარმატებას მიაღწიოს, თუ გამოვა პარტიული გავლენებიდან, ნებისმიერი პარტიის, და წარდგება რუსთაველი ამომრჩევლების წინაშე ხალხის და სიმართლისთვის მებრძოლი კანდიდატი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. 

პარლამენტში „ქართული ოცნების“ 77-მა დეპუტატმა „ლელოს“ ლიდერს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს, ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე 15 თებერვალს შეუწყვიტა. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლითაც ჯაფარიძე თაღლითობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. 

პარლამენტის შუალედური არჩევნები 2 აპრილს გაიმართება. ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ უჭერს. 

 

ამ თემაზე:

ელისაშვილის პარტია რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას აპირებს 

„ქართულმა ოცნებამ“ შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]