weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას გმობს

23:40 კვირა, 03 აპრილი 2022

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბუჩაში ხოცვა-ჟლეტას და არაადამიანურობას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ განადგურებულნი ვართ სასტიკი ველური სცენებით“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობასთან დაკავშირებით.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც ამ ომის დანაშაულებებში მონაწილეობდა.

„ჩვენ გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

მას შემდეგ, რაც კიევის ოლქი, მათ შორის ქალაქი ბუჩა რუსმა სამხედროებმა დატოვეს და იქ უკრაინელი სამხედროები და მედიის წარმომადგენლები შევიდნენ, ცნობილი გახდა, რომ ქალაქის ქუჩებში უამრავი შეუიარაღებელი, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანის ცხედარია. ქალაქის მერმა ანატოლი ფედორუკმა Agence France-Presses-სთან განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქალაქზე კონტროლი უკრაინის ჯარმა დაიბრუნა, უკვე 280 ადამიანი დაკრძალეს საერთო საფლავებში. მისივე თქმით, ქალაქის განადგურებული ქუჩები გვამებითაა სავსე.

„ყველა ეს ადამიანი დახვრიტეს, თავში აქვთ ნასროლი“, – ამბობს ბუჩის მერი.

მისივე თქმით, ქალაქში ისევ დგას ავტომობილები, სადაც „მოკლული ოჯახები არიან - ბავშვები, ქალები, ბებიები და მამაკაცები“.

ადგილობრივებმა სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ ხალხი ერთთვიანი ოკუპაციის დროს, რუსი სამხედროების მოქმედებების შედეგად დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მასობრივ მკვლელობასთან რუსი სამხედროების კავშირს უარყოფს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ რუსებისგან გათავისუფლებული ტერიტორიებიდან 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გამოიტანეს. მათ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]