weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

11:15 ორშაბათი, 04 აპრილი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დავით ზალკალიანი ვიცე-პრემიერისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობებს ტოვებს. როგორც პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზალკალიანი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ღარიბაშვილის თქმით, აშშ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. 2016 წლის დეკემბრიდან აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძე იყო.

„მინდა, პირველ რიგში, ბატონ დავითს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის, მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება. 30 წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას, მის მშობლიურ უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობაზე და მას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული ამ 30 წლის განმავლობაში.

ჩვენი მთავრობის დროს, ბატონი დავითი ჯერ იყო მინისტრის მოადგილის, შემდეგ კი მინისტრის რანგში. მონაწილეობდა - იქნებოდა ეს ევროკავშირთან ინტეგრაცია, NATO-ში ინტეგრაცია, თუ სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმე. ჩვენი გუნდის და მთავრობის სახელით, პირადად ჩემი სახელით მინდა, მადლობა გადავხადო კიდევ ერთხელ და ვუსურვო წარმატება მის შემდგომ საქმიანობაში.

ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როდესაც ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა და სურვილია კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. მე მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ილია დარჩიაშვილი წარადგინა, რომელიც დღემდე მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა, მანამდე კი პოლონეთში საქართველოს ელჩი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]