weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რიჟვაძე ივანიშვილზე: ყველა ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ბრძოლაში უკან არ დავიხიოთ

16:25 სამშაბათი, 14 ივნისი 2022

„ბატონი ბიძინა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, გაბედული და პატრიოტი ქართველი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. შესაბამისად, სანქციებით და ფინანსური ზეწოლით ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას.

რიჟვაძის თქმით, ევროპარლამენტმა „სიყალბით და სიცრუით სავსე“ რეზოლუცია მიიღო და მისთვის მიუღებელია როგორც ივანიშვილთან მიმართებაში შესაძლო სანქციებზე ჩანაწერი, ასევე ის „თავგასულობა“, რომელსაც ერთ-ერთი ევროპული ბანკი იჩენს.

„ყველა გაკეთებულ საქმეს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი, რომელმაც სამება აუშენა ქვეყანას და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დამარცხება მოახერხა, როგორც მინიმუმ, სტატუსის და თანამდებობის გარეშე, ყველა ქართველს, რიგით ქართველს კაცური ვალი გვაქვს, რომ ყველა ბრძოლაში არ დავიხიოთ უკან და ბოლომდე ვიბრძოლოთ, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს ეკადრება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

9 ივნისს, ევროპარლამენტმა 308 წევრის მხარდაჭერით მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევებს ეხება. რეზოლუციაში მოხვდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მისი სანქცირების საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს „ერთადერთი ოლიგარქი“ დესტრუქციულ როლს ასრულებს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციასაც ბიძინა ივანიშვილის კრემლთან არსებული „პირადი და საქმიანი კავშირები“ განსაზღვრავს.

ბიძინა ივანიშვილს განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა რეზოლუციასთან დაკავშირებით მისმა ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ისაუბრა და თქვა, რომ 4 მარტის შემდეგ ივანიშვილი ისედაც ფაქტობრივი სანქციების პირობებში ცხოვრობს, რადგან საკუთარ აქტივებზე წვდომასა და განკარგვას ვერ ახერხებს. საუბარია შვეიცარიული ბანკის,  „კრედიტ სუისის“ (Credit Suisse) მხრიდან შექმნილ დაბრკოლებაზე.

 

ამ თემაზე:

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ ხალხზე დადებული სანქციაა – კობახიძე

თითოეულ ჩვენგანს რომ სანქციები დაგვიწესონ, ქვეყანა ომში არ ჩაერთვება – კალაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]