weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

არძინბა ტოკაევს: აფხაზეთს სახელმწიფოებრიობის ათასწლიანი ისტორია აქვს

15:43 შაბათი, 18 ივნისი 2022

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა გამოეხმაურა ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს, რომელმაც გუშინ განმარტა, რატომ არ აღიარებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

არძინბა ამბობს, რომ აფხაზეთი „სახელმწიფოებრიობის ათასწლიანი ისტორიის მქონე ქვეყანაა“.

„აფხაზმა ხალხმა, რომელიც საუკუნეების მანძილზე თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, დიდი ხანია დაამტკიცა, რომ უფლება აქვს დაიკავოს თავისი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში.

აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო აღიარების გაფართოებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენი მუშაობით მსოფლიოში ნამდვილად არ იქნება უფრო მეტი ქაოსი.

აფხაზეთის რესპუბლიკა მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა და ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენს პოზიციას პატივს სცემს, მაგრამ უმჯობესია ჩვენი უფლებები არ იქნეს დარღვეული“, – განაცხადა არძინბამ „სპუტნიკთან“.

ყაზახეთის პრეზიდენტმა გუშინ, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ის პუტინის გვერდით იჯდა, უკრაინაში რუსეთის ე.წ. სპეცოპერაციის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა თქვა, რომ მისი ქვეყანა სავარაუდოდ არ აღიარებს დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას, ისევე როგორც არ აქვს აღიარებული ტაივანი, კოსოვო, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ტოკაევის განმარტებით, თუ ერების თვითგამორკვევის უფლება ფართოდ იქნება გამოყენებული, მაშინ გაეროში 193 სახელმწიფოს ნაცვლად, 500-600-ზე მეტი სახელმწიფო გაჩნდება, რაც ქაოსს გამოიწვევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]