weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2022

სახელი და გვარი რომ არ ეწეროს, ზურაბიშვილს სამადაშვილისგან ვერ გაარჩევ – კობახიძე

15:45 ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ამ დღეების განმავლობაში, საქართველოს საწინაარმდეგო კამპანიას ეწევა.

„მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ., რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს.

სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით დასულია სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა. სახელი და გვარი რომ არ ეწეროს ზედ, ვერ გაარჩევ სალომე ზურაბიშვილს სალომე სამადაშვილისგან.

რატომ ხდება ეს - ამასთან დაკავშირებით ჩვენი ეჭვები გვაქვს, მაგრამ სიღრმეში არ შევალ“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.

„ქართული ოცნების“ წევრისა და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ სალომე ზურაბიშვილის დაწყევლასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, კობახიძემ თქვა, რომ „კონკრეტულ სიტყვებზე კომენტარს ვერ გააკეთებს“, მაგრამ, ზოგადად, მისი თანაპარტიელები „ძალიან გულდაწყვეტილები არიან იმ ყველაფრით, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს“.

„ჩვენ ვეუბნებოდით მათ, რომ ზურაბიშვილი იყო წარდგენილი როგორც ზეპარტიული კანდიდატი და რეალურად, ის ასე მოქმედებდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუმცა, ვხედავთ, რომ დღეს ის პოზიციონირებს როგორც სალომე სამადაშვილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს ბრიფინგი გამართა და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არ მინიჭებით საქართველო იმის გამო ისჯება, რომ ჩვენს ქვეყანაში ომი არ არის. გარდა ამისა, მან სალომე სამადაშვილი „ქვეყნის მოღალატედ“ გამოაცხადა, აღნიშნა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები დაჟინებით ითხოვდნენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ.

 

ამ თემაზე:

ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, ვინ დაადანაშაულოს ევროკომისიის დასკვნის გამო – გალერი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]