weather cur horoscope tv
იანვარი 29, 2023

გახარიას პარტიის წევრმა, რომელიც არჩევნებამდე სამსახურიდან გაუშვეს, სასამართლო დავა მოიგო

17:14 სამშაბათი, 12 ივლისი 2022

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ახალციხის საბავშვო ბაღების გაერთიანებიდან გათავისუფლებულმა მარინე აბულაძემ სასამართლოში დავა მოიგო. როგორც მან გამოცემა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რაიონულმა სასამართლომ მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მერიის ააიპ-ს სამსახურში მისი აღდგენა, ასევე, განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

„არ დამიკმაყოფილდა დისკრიმინაციის მოთხოვნა, სადაც ვითხოვდი მორალური ზიანის ანაზღაურებას - სიმბოლურად 1 ლარის ოდენობით. ჩემს სამსახურში დაბრუნება მსურს და როგორ იმოქმედებს ბაღების გაერთიანება, ამაზე ვერაფერს გეტყვით. გასაჩივრების 14-დღიანი ვადა არსებობს“, – განაცხადა აბულაძემ.

მარინე აბულაძე ამჟამად ახალციხის საკრებულოს წევრი და ფრაქციის „ახალციხე საქართველოსთვის“ თავმჯდომარეა, მანამდე კი, წლების განმავლობაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების იურისტი იყო. ის სამსახურიდან გასული წლის აგვისტოს ბოლოს გაათავისუფლეს, მას შემდგომ, რაც მისი შვილი ლევან თათოშვილი პარტიის „საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის კოორდინატორი გახდა. პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც განაცხადა, რომ მარინე აბულაძე და მისი და, თამარ აბულაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაიბარა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა. უარის შემდეგ, მათ გათავისუფლების შესახებ ბრძანებები მიიღეს.

სასამართლოში დავა თამარ აბულაძემაც მოიგო, რომელიც გათავისუფლებამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სასამართლომ საკრებულოს მისი თანამდებობაზე აღდგენა დაავალა, თუმცა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია არც ამ შემთხვევაში დაუდგენია.

მარინე და თამარ აბულაძეების ინტერესებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) იურისტი თეა თედლიაშვილი იცავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]