weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ელისაშვილი ღარიბაშვილის წერილზე: მართლა პირადი კლერკი ხომ არ უნდა იყო?!

16:34 სამშაბათი, 19 ივლისი 2022

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის თქმით, როდესაც საქართველოს  პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი წაიკითხა, „სირცხვილით სად წასულიყო, არ იცოდა“.

„მინდოდა, მიწა გამსკდარიყო. თან წერილს უგზავნის ადამიანს, რომელიც ამ დროს აზერბაიჯანშია ჩასული, ევროკავშირში აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის გაორმაგებაზეა საუბარი - იგულისხმება საქართველოც, რომ მისი სატრანზიტო ფუნქციები გაიზარდოს, იმ დროს სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო ღარიბაშვილი, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხში ყოფილიყო ჩართული და ამ დღეს უგზავნის: აქ ერთი მდიდარი კაციაო, შვეიცარიის ბანკში აწვალებენო და თქვენც ნუ აწვალებთო... ეს არის, არ ვიცი...

მართლა პირადი კლერკი ხომ არ უნდა იყო?! პრემიერ-მინისტრი ხარ.  სირცხვილისგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი“, – განაცხადა პარლამენტარმა ჟურნალისტებთან.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილი გუშინ, 18 ივლისს გაუგზავნა. წერილში ღარიბაშვილი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ითხოვს, ევროკომისია „მკაფიოდ გაემიჯნოს“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის 9 ივნისს რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს:

„საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის. რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს“, – წერს ღარიბაშვილი წერილში.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ქვეყანაში არაფორმალურ მმართველობას ადასტურებს.

 

ამ თემაზე:

ღარიბაშვილის წერილი ადასტურებს, რომ სახელმწიფო პერსონალურ ინტერესებს ემსახურება – გახარია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]