weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ოცნების“ დეპუტატი: ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს

15:00 ორშაბათი, 25 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ დავით არახამიას განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს იმიჯს „მიზანმიმართულად აზიანებენ“.

„ვიდრე ჩვენ სანქციები შეგვეხება, მანამდე არახამიას არაფერი ეტკინოს. დავით არახამიას ინტერესი აქვს, დააზიანოს ქართული ხელისუფლება და სახელმწიფო, მაგრამ ეს ინტერესი ვისგან მოდის, არ ვიცი და შეიძლება, ბევრი სპეკულაცია იყოს – ეს არის „ნაციონალური მოძრაობისგან“, რუსეთისგან თუ სხვა დაინტერესებული ძალებისგან. ამის განხილვაში ვერ შევალ, თუმცა ფაქტია, რომ კვირა არ გავა ისე, ამ ადამიანმა საქართველო მიზანმიმართულად არ დააზიანოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დეპუტატის თქმით, „შეგვიძლია ჩავთვალოთ“, რომ არახამიას განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაა.

დავით არახამიამ, რომელიც უმაღლეს რადაში უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერია, „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქციების სამიზნე არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ მისი ბიზნესგარემოცვა და პოლიტიკოსებიც იქნებიან. მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გააფრთხილა, „ცოტა აკურატულები“ იყვნენ თავიანთ გამონათქვამებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]