weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კელი დეგნანის თქმით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძისთვის აშშ-ს სანქცია არ დაუწესებია

12:57 ხუთშაბათი, 28 ივლისი 2022

აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მოხსნა მის მიმართ დაწესებულ სანქციას არ წარმოადგენს. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„რადგან, როგორც ჩანს, ზოგს ჯერ კიდევ ვერ გაუგია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიყენებთ ჩვენს პროგრამებს ადამიანების სანქცირებისა თუ დასჯისთვის და არც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის დაგვიკისრებია სანქცია“, – ამბობს კელი დეგნანი.

ელჩის თქმით, აშშ-ის საელჩო საქართველოში სასამართლო გადაწყვეტილებებში არ ერევა, არ აქვს ფარული შეხვედრები და ასე იყო ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაშიც.

„პირიქით, ჩვენ რეგულარულად ვმუშაობთ მოსამართლეებთან, პროკურორებთან და ადვოკატებთან საქართველოში, ხელს ვუწყობთ მათი სამართლებრივი უნარების განვითარებას კანონის გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად ადმინისტრირებისთვის, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან“, – განაცხადა ელჩმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე თქვა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩომ ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო „ანგარიში მოსთხოვა“. ის ამტკიცებს, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა, საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკითხა და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ლაშა ჩხიკვაძის თქმით, საელჩოს წარმომადგენელმა აცნობა, რომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამის ფარგლებში ვეღარ გაემგზავრებოდა. მოსამართლეს აინტერესებდა, არის თუ არა ის სანქცირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]