weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თიანეთი–ჟინვალის გზაზე ავტომობილის დაწვის ფაქტს დუშეთის პოლიცია იძიებს

12:13 სამშაბათი, 24 ოქტომბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თიანეთი–ჟინვალის გზაზე გვიან ღამით ავტომობილის დაწვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შსს–ში განაცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არცერთი პირი არ დაშავებულა. დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზა. მანქანაში მყოფი პირები პოლიციამ წუხელვე გამოკითხა.

ავტომობილი, რომლითაც თიანეთიდან თბილისის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებლები მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე გადაადგილდებოდნენ, მთლიანად დაიწვა. მახარე სისაური იხსენებს, რომ უცნობმა პირებმა მათ ავტომანქანას რაღაც მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

„თიანეთს გამოცდენილი ვიყავით უკვე, დაუსახლებელ პუნქტში გზაზე დაგვეწია რაღაც მანქანა. გვანიშნა, რომ გაგვეჩერებინა. იქიდან რაღაც გადმოასხეს, ჩვენს მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. ბევრი ვერსია მაქვს მეც და გამოძიებასაც“, – აღნიშნავს მახარე სისაური.

მისი თანხლები პირი რამაზ ღვალაძე ამბობს, რომ ის პირები ვინც მანქანა დაწვეს, ვერც მან იცნო და ვერც სისაურმა: „ვიღაცას უნდა ალბათ, რომ შეგვაშინოს. ჩვენ ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან“.

„ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ დამკვირვებლები თიანეთში, მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის შტაბში იმყოფებოდნენ. შტაბიდან ისინი 11:30 საათისთვის გავიდნენ. ინციდენტი თიანეთი–ჟინვალის გზაზე დაახლოებით 00:10 საათზე მოხდა. მახარე სისაური 21 ოქტომბერს, არჩევნებს თიანეთის N20 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა. საოლქო კომისიის მიერ, 22 ოქტომბერს ამ უბნის კენჭისყრის შედეგებში ცვლილებების შეტანამ განაპირობა ის, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს არჩევნები 4 ხმით მოუგო. მეჭიაურის მხარე საოლქო კომისიის გააწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. თამაზ მეჭიაურის თქმით, მახარე სისაური ამ საქმის მოწმეა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული მომხდარი მოწმეებზე ზეწოლას და მათ დაშინებას უკავშირდებოდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]