weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე უარი თქვა

14:58 ორშაბათი, 18 დეკემბერი 2017

უკრაინის ოპოზიციური პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოცხადდა, თუმცა დაკითხვაზე უარი თქვა. ის ეჭვმიტანილის სახით დანაშაულებრივი ორგანიზაციის საქმიანობის დაფარვის საქმეზე უნდა დაეკითხათ.

მიხეილ სააკაშვილი გენერალურ პროკურატურაში ჟურნალისტებს გაესაუბრა, მაგრამ გამომძიებლებს არ შეხვედრია.

„მესამად აქ იმისთვის მოვედი, რომ შემესრულებინა კანონის ყველა მოთხოვნა. საერთოდ არ ვცემ პატივს უკრაინელ პროკურორებს, პატივს ვცემს უკრაინის კანონებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

„უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროკურორს, რომელმაც მას დაკითხვაზე შესვლისკენ მოუწოდა, უთხრა „მოეკეტა“. „მე თქვენ გეუბნებით, მოკეტეთ და მოუსმინეთ ჩემს ადვოკატს“. სააკაშვილის თქმით, საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა აწარმოოს და სწორედ ის არის უწყება, სადაც „მისვლას და ჩვენების“ მიცემას გეგმავს.

უახლოეს მომავალში მიხეილ სააკაშვილს პროკურატურაში ისევ დაიბარებენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მეორე მცდელობის შემდეგ, კიევში, 8 დეკემბერს დააკავეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მის წინააღმდეგ გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.

პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, ელექტრონული სამაჯურითშინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც კიევის პეჩერის რაონულმა სასამართლომ 11 დეკემბერს არ დააკმაყოფილა.

დაკავებამდე უკრაინის გენარალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებდა, რომ სააკაშვილის მიერ უმაღლესი რადას წინ მოწყობილი საპროტესტო აქციები ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის მიერ ფინანსდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]