weather cur horoscope tv
ივნისი 25, 2022

ნატო-ში საქართველოს შესვლას შედეგები მოჰყვება - მარია ზახაროვა

12:41 პარასკევი, 13 ივლისი 2018

„ნატო-ში საქართველოს შესვლას თავისი შედეგები მოჰყვება“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ალიანსში იმ ქვეყნების შესვლამ, რომლებიც არ არიან წევრები, შეუძლებელია გავლენა არ იქონიოს მთლიან სურათზე და ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების სიტუაციაზე. რა თქმა უნდა, ამას ექნება თავისი შედეგები. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. როცა ერთი მხრივ რაღაც იცვლება, მეორე მხრივ მას შედეგი მოჰყვება. ეს ბუნებრივი პროცესია და ამის შესახებ ყოველთვის ვლაპარაკობდით“, - განაცხადა ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის გუშინდელ განცხადებაზე, როდესაც მან აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ერთ დღეს ალიანსის წევრი გახდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]