weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება, ვინც სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი – ზურაბიშვილი

22:24 ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ იხუმრა, როდესაც ჟურნალისტებს „ტვინის განძრევისკენ“ მოუწოდა. მათ, ვინც ხუმრობა ვერ გაიგო, ზურაბიშვილი ბოდიშს უხდის.

„ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება. არ ვიყოთ ძალიან სერიოზულები სულ მუდამ. იმედი მაქვს, არ მიიღეთ სერიოზულად. თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად, ბოდიშს ვუხდი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს „ტვინის განძრევისკენ“ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ჰკითხეს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იცხოვრებს თუ არა ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში. ზურაბიშვილის თქმით, მან ამ კითხვას ერთხელ უკვე გასცა პასუხი.

„გადაახვიეთ და მოუსმინეთ. ჩემი აზრი უკვე ვთქვი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატები ვალდებულნი არიან, უპასუხონ ჟურნალისტების ყველა კითხვას მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს შეიძლება მოსაბეზრებელიც იყოს. ძველიშვილის შეფასებით, ამგვარი რეპლიკა პარლამენტის მოქმედი დეპუტატის მხრიდან მიუღებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]