weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სალომე ზურაბიშვილი შეიძლება კანაფის დედოფალი გახდეს – მეუფე იაკობი

13:32 ორშაბათი, 17 სექტემბერი 2018

„თუ სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კანაფის საინფორმაციო კამპანიას ჩაუდგება სათავეში, შეიძლება „კანაფის დედოფალი“ გახდეს. არ ვიცი, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ „კანაფის დედოფალი“ ნამდვილად გახდება“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე.

მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილს არავინ მოუსმენს, რადგან საკმარისი ავტორირტეტი არ აქვს.

„შეიძლება ფიქრობს, თუ ვერ გაიმარჯვა, ერთ ლიცენზიას თვითონ აიღებს. ახალგაზრდობაში ფეხბურთს როცა ვთამაშობდით, იყვნენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც გამოდიოდნენ და ამბობდნენ - ამას ვიზამ, იმას ვიზამო და იყო ასეთი გამოთქმა: „კრამიტებს რაკა-რუკი არ აუტეხოო“. რა უნდა ქნას ქალბატონმა სალომემ, სად აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ მაგის სიტყვას უსმინონ? შეხვედრებზე სადაც დადის ძირითადად მასწავლებლები და ისინი მიჰყავთ. კარგად ვიცი, რაც ხდება“, – ამბობს მეუფე იაკობი „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

პარლამენტში დროებით გადაიდო მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის, ექსპორტზე გასატანად საქართველოში მარიხუანას მოყვანასა და წარმოებას ითვალისწინებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, ამ საკითხის განხილვა მაშინ დაიწყება, როდესაც საზოგადოება მეტად იქნება ინფორმირებული.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მზად არის გაუძღვეს საინფორმაციო კამპანიას და საკანონმდებლო ცვლილებებზე საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]