weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ მარნეულში მომხდარი ძალადობაზე განცხადებას ავრცელებს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში ადანაშაულებენ. ადგილობრივი გამოცემა „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციიდან კედლის სიები და საარჩევნო ინვენტარი კანონდარღვევით გაჰქონდათ. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თანამდებობიდან გადადგა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წულუკიანი „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში მეოთხე ნომერია.

„მთავარი არხის“ ცნობით, მარნეულში მათ გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ. ტელეკომპანია იუწყება, რომ არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება მიმდინარეობს. 

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ საქართველო 31 ოქტომბრის არჩევნებს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ჩაატარებს. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, გლდანულაში, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, ქვები დაუშინეს. მელია მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. თბილისის იფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ორი პაციენტი აჭარაში მკურნალობდა, ერთი კი თბილისში.

დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 27 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი იქნება. ამის შესახებ თავად ნათელაშვილმა განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]