weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ზიდანმა შესაძლოა მიუნხენის „ბაიერნი“ გაწვრთნას

17:23 ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2018

მადრიდის რეალის ბოლო წლების წარმატებების მთავარი შემოქმედი, ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი შესაძლოა, უახლოეს მომავალში „ბაიერნის“ დამრიგებელი გახდეს.

The Mirror-ის მიერ გარცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავარიული გრანდის ხელმძღვანელები მზად არიან, არადამაჯერებელი მატჩების სერიის შემდეგ ნიკო კოვაჩი პოსტიდან გაათავისუფლონ და ახალი მწვრთნელი მიიწვიონ. ცნობისთვის, „ბაიერნს“ ზედიზედ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილშიც საკმაოდ დაქვეითდა.

ზინედინ ზიდანი, რომელსაც ამჟამად სამწვრთნელო კარიერაში პაუზა აქვს აღებული, სწორედ „რეკორდმაისტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარ კანდიდატად განიხილება, თუმცა მის სახელს ასევე უკავშირებენ ტურინის „იუვენტუსსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“, რომლის მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსაც გუნდის არასტაბილური თამაშის გამო აკრიტიკებენ.

აღსანიშნავია, რომ თავად მადრიდის „რეალშიც“ მძიმე მდგომარეობაა - ხულენ ლოპეტეგის ხელში „სამეფო კლუბი“ ანტირეკორდებს ამყარებს და ბოლო ოთხი მატჩია გოლის გატანასაც ვერ ახერხებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]