weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„ნონამ“ ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა

12:19 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018

ქართულმა საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“ ევროპის საკლუბო ჩემიონატზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

ქართველმა მოჭადრაკეებმა მორიგი შეხვედრა პრინციპულ მეტოქესთან – რუსულ „უგრასთან” გამართეს და 2.5:1.5 იმარჯვეს. გადამწყვეტი ლელა ჯავახიშვილისა (2475) და ოლგა გირიას (2479) პარტია გამოდგა, რომელიც ქართველმა თეთრი ფიგურებით მოიგო. ეს 2 ქულის ასაღებად სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რადგანაც ნანა ძაგნიძე (2509) ანა უშენინას (2451) დაუზავდა, ნინო ბაციაშვილი (2482) – ნატალია პოგონინას (2485), ხოლო ბელა ხოტენაშვილი (2469) – მარინა ნეჩაევას (2409).

„ნონამ“ 6 ქულა მოაგროვა და პირველ-მეორე ადგილებს ასევე ქულათა მაქსიმუმის მქონე „მონტე-კარლოსთან” იყოფს.

დღეს, მე-4 ტურში, „ნონა” ფრანგულ „მულჰაუზ ფილიდორს” გაეჯიბრება, რომელიც 3 ქულით მე-7 საფეხურზე იმყოფება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]