weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მეივეზერი ნურმაგომედოვთან ბრძოლას დათანხმდა

14:26 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

კრივის ლეგენდა ფლოიდ მეივეზერ უმცროსმა UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვის გამოწვევას „ტვიტერზე“ უპასუხა და მიანიშნა, რომ ბრძოლისთვის მზადაა.

შერეული ორთაბრძოლების დაღესტნელმა სპორტსმენმა რამდენიმე დღის წინ ფლოიდ მეივეზერს მისწერა, რომ ჯუნგლებს მხოლოდ ერთი მეფე ჰყავს და როდესაც ორივე დაუმარცხებელია, ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ.

41 წლის ამერიკელმა მოკრივემ „ტვიტერზე“ ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „CBS, Showtime და MGM Grand, შეამოწმეთ, ხაბიბ ნურმაგომედოვმა გამომიწვია.“

აღსანიშნავია, რომ მეივეზერს UFC-ის მებრძოლთან რინგზე ბრძოლაში უკვე აქვს გამოცდილება - გასულ წელს მან ნურმაგომედოვისგან ახლახანს ძლეული კონორ მაკგრეგორი დაამარცხა.

ნურმაგომედოვი, რომელმაც კონორ მაკგრეგორს მატჩ-რევანშზე უარი უთხრა, მეივეზერს პირობას უყენებს, რომ სავარაუდო შეხვედრაში მას ლას ვეგასში ორთაბრძოლა არ სურს, რადგან ასეთ შემთხვევაში ფულს ვერ მიიღებს.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]