weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

არდა თურანს პატიმრობა ემუქრება

11:28 ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018

ბოლო ხანს სკანდალებით ცნობილი თურქი ფეხბურთელი არდა თურანი შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდეს. თურქეთის პროკურატურა „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველისთვის 12-წლიან პატიმრობას ითხოვს.

„ისთანბულ ბაშაქშეჰირის“ წევრს ბრალად სექსუალური ხასიათის ძალადობა, დაზიანების მიყენება, იარაღის ფლობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედება.

31 წლის არდა თურანი ღამის კლუბში მომღერალ ბერქაი შაჰინის ცოლს ავიწროებდა. როდესაც შაჰინი მასთან სალაპარაკოდ მივიდა, თურანმა შელაპარაკებისას ცხვირი გაუტეხა. მოგვიანებით, მომხდარის გამო ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა, საავადმყოფოში იარაღით მივიდა და მომღერალს შესთავაზა, რომ მისთვის ესროლა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში არდა თურანმა თურქ ჟურნალისტ ბილალ მეშეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მიმდინარე წლის მაისში მსაჯებზე თავდასხმის გამო კი თურქეთის ჩემპიონატში 16-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]