weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„ნონა“ ფინალში იასპარეზებს

12:01 ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018

ქართული საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ქართველებმა მოჭადრაკეებმა ნახევარფინალში რუსული კლუბი SSHOR 3:1 დაამარცხეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

ლელა ჯავახიშვილმა (2475) და ბელა ხოტენაშვილმა (2469) პარტიები, შესაბამისად, დინა ბელენკაიასა (2329) და ელენა სემიონოვასთან (2263) მოიგეს, ნანა ძაგნიძე (2509) ანასტასია ბოდნარუკს (2423) დაუზავდა, ხოლო ნინო ბაციაშვილი (2482) – ევგენია ოვოდს (2363).

ფინალში, რომელიც 18 ოქტომბერს შედგება, „ნონას“ მეტოქე „მონტე კარლო“ იქნება, რომელმაც ნახევარფინალში რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ „უგრას“ 2.5:1.5 სძლია.

აქვე გეტყვით, რომ „მონტე კარლოს” ღირსებას უკრაინელი ანა მუზიჩუკი (2555), შვედი პია კრამლინგი (2465), პოლონელი მონიკა სოცკო (2451), ლიტველი დეიმანტე კორნეტე (2462) და ფრანგი ალმირა სკრიპჩენკო (2414) იცავენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]