weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნეიმარს „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს

16:26 ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი 2018

პოპულარული გამოცემა Mundo Deportivo სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებას - „პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელ ლიდერ ნეიმარს ნოსტალგია აქვს და „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს.

როგორც ირკვევა, ნეიმარი „ბარსელონაში“ ყოფნის მსგავსად არც პარიზულ კლუბშია პირველ პოზიციაზე და ბოლო დროს კილიან მბაპეს ჩრდილშია მოქცეული.

ესპანური გაზეთი დარწმუნებულია, რომ „ბარსაც“ თანახმაა ნეიმარი უკან დაიბრუნოს, თუმცა ეს ყველაფერი ბევრ სირთულესთან ასოცირდება. მაგალითად, „პარი სენ-ჟერმენმა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გაიღო და ბუნებრივია, გაცილებით მეტს მოითხოვს მასში. კატალონიური გრანდისთვის კი ასეთი თანხის გაღება მიზანშეწონილი არაა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონადან“ პარიზულ კლუბში 2017 წლის ზაფხულში სარეკორდო თანხის სანაცვლოდ გადავიდა, რისი მიზეზიც არაოფიციალური ინფორმაციით, ნეიმარის ლიონელ მესის ჩრდილში ყოფნა დასახელდა, ბრაზილიის ნაკრების ლიდერს კი ამბიცია აქვს, მსოფლიოში პირველი იყოს.

გარდა ამისა, საფეხბურთო წრეებში ჯერ კიდევ ბევრს საუბრობენ ნეიმარის „რეალში“ გადაბარგებაზე, რადგან ბევრი ქომაგისა და სპეციალისტის ვარაუდით, ბრაზილიელ ვარსკვლავს ორივე ესპანურ გრანდში სურდა თამაში და „ბარსელონადან“ სწორედ „პარი სენ-ჟერმენის“ გავლით სურდა „რეალში“ გადასვლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]