weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2020

გოგა ჩხეიძე ევროპის ჩემპიონია

10:23 ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი 2018 hits 745

ახალგაზრდა ქართველი ძალოსანი გოგა ჩხეიძე (69 კგ) პოლონეთის ქალაქ ზამოშჩში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ჩხეიძე შეჯიბრის ფავორიტთა შორის მოიაზრებოდა და ჩინებულადაც იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ექვსივე ცდა გამოიყენა და საბოლოოდ, უახლოეს კონკურენტებს 9 კგ-ით აჯობა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 132, 136 და 139 კგ დაძლია და იტალიელ მირკო ძანის 1 კგ-ით ჩამორჩა, შესაბამისად, მცირე ვერცხლს გამორჩა.

აკვრაში კი ჩვენებურს ბადალი არ ჰყოლია. ჩხეიძემ მიყოლებით დაიმორჩილა 165, 169 და 174 კგ და იმავე ძანის 10 კგ-ით აჯობა. საბოლოოდ, 313 კგ მოუგროვდა, მეორეზე ძანი გავიდა 304 კგ-ით, ასეთივე მონაგარის მქონე რუს მაქსიმ კონოპლიოვს კი დამატებითი მაჩვენებლებით ბრინჯაოს მედალი ერგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]