weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რუსეთში კონფედერაციათა თასისთვის სტადიონი აკურთხეს

15:28 ხუთშაბათი, 15 ივნისი 2017

რუსეთში FIFA-ს კონფედერაციათა თასის მოახლოებული გათამაშებისთვის სერიოზულად ემზადებიან, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ბარსონოფიმ სანკტ-პეტერბურგის სტადიონი „კრესტოვსკი“ აკურთხა, სადაც აღნიშნული საფეხბურთო ტურნირის გახსნის მატჩი და ფინალური შეხვედრა ჩატარდება.

სტადიონის კურთხევის ცერემონიას მღვდელმსახურებთან ერთად პეტერბურგის ვიცე-გუბერნატორი იგორ ალბინიც ესწრებოდა.

„კრესტოვსკი“ „კიროვის“ ძველი არენის ადგილზე აშენდა და ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა. ოთხვარსკვლავიანი სტადიონის მშენებლობა 10 წელი გაგრძელდა და  მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. სტადიონი 68134 გულშემატკივარს იტევს და იგი სანკტ-პეტერბურგის საფეხბურთო კლუბ „ზენიტის“ საშინაო სარბიელი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ კონფედერაციათა თასის ტურნირი 17 ივნისს დაიწყება და მასში მონაწილეობას მასპინძელი რუსეთის გარდა მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია, ევროპის ჩემპიონი პორტუგალია, ამერიკის ჩემპიონი ჩილე და სხვა კონტინენტის საუკეთესო ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]