weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შოთა არველაძემ მსოფლიო ვარსკვლავების მატჩში ითამაშა

10:11 პარასკევი, 16 ივნისი 2017

დიმიტარ ბერბატოვისა და ლუიშ ფიგოს თაოსნობით ბულგარეთში საფეხბურთო ვარსკვლავთა მონაწილეობით საქველმოქმედო მატჩი ჩატარდა, რომელშიც შოთა არველაძემაც ითამაშა.

სოფიის „ვასილი ლევსკის“ სტადიონზე ბერბატოვის მეგობრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდებისგან დაკომპლექტებული გუნდი ლუიშ ფიგუს ვარსკვლავთა გუნდს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე აღნიშნულ მატჩზე პორტუგალიელი ვარსკვლავის მიწვევით იმყოფებოდა და მის გუნდში ითამაშა.

სტადიონზე შეკრებილმა 40 ათასმა მაყურებელმა მოედანზე ერთ მხარეს დევიდ ჯეიმსი, გარი და ფილ ნევილები, ნემანია ვიდიჩი, პატრის ევრა, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, კრასიმირ ბალაკოვი, რობი კინი, დიმიტარ ბერბატოვი და ხრისტო სტოიჩკოვი იხილა, მეორე მხარეს კი - იენს ლემანი, მიჩელ სალგადო, კარლოს მარჩენა, ივან კორდობა, რობერ პირესი, ლუიშ ფიგუ, იარი ლიტმანენი, დევიდ ტრეზეგე, პრედრაგ მიატოვიჩი, შოთა არველაძე, სიმაო და სხვები.

ბერბატოვის გუნდს მარტინ იოლი თავკაცობდა, ფიგუს ვარკვლავებს - ავრაამ გრანტი. თამაში უხვგოლიანი გამოდგა და 3:3 დასრულდა. ფიგუს გუნდიდან დუბლით გამოირჩა ტრეზეგე, ერთი გოლი სიმაომ გაიტანა, ხოლო ავტოგოლი მარჩენამ მიითვალა, ბერბატოვის გუნდიდან კი ასევე დუბლი შეასრულა რობი კინმა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]