weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პაპინაშვილისა და მარგველაშვილის ტრიუმფი აბუ დაბის გრან-სლემზე

11:19 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

ამირან პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი აბუ დაბის გრან-სლემის გამარჯვებულები გახდნენ. არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მიმდინარე ტურნირის პირველ დღეს პაპინაშვილმა (60 კგ) და მარგველაშვილმა (66 კგ) ოთხ-ოთხი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს და ოქროს მედლები ღირსეულად მოიპოვეს.

პაპინაშვილმა პირველ წრეში დაისვენა და ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც რუსი ბესლან მუდრანოვი იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ასევე იპონით ბელგიელ იორე ვერსტრატენს სძლია. ამავე წონით კატოგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი მონაწილეობდა და პაპინაშვილთან ნახევარფინალში შეხვედრის შანსი ჰქონდა. ჩხვიმიანმა ტურნირზე მხოლოდ ერთი დაპირისპირება მოიგო, ხოლო მეოთხედფინალური შეხვედრა შარაფუდინ ლუტფილაევთან წააგო. უზბეკ სპორტსმენს ნახევარფინალში პაპინაშვილმა იპონით მოუგო და გადამწყვეტ მატჩში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსი ასევე იპონით დაამარცხა.

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მარგველაშვილმა ფინალამდე ირლანდიელი ნათონ ბარნსი (იპონი), ბელარუსი დმიტრი შერშანი და ებრაელი იაკუბ შამილოვი (იპონი) დაამარცხა, შემდეგ კი ყაზახი იერლან სერიკჟანოვს ვაზარით მოუგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]