weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ფლოიდ მეივეზერი და კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს 26 აგვისტოს ლას ვეგასში შეხვდებიან

12:32 პარასკევი, 16 ივნისი 2017

ამერიკელი პროფესიონალი მოკრივის, ფლოიდ მეივეზერ უმცროსისა და შერეული ორთაბრძოლების სპორტსმენის, ირლანდიელი მოკრივე კონორ მაკგრეგორის ორთაბრძოლა ლას ვეგასში, T-Mobile Arena-ზე 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩატარდება.

დაპირისპირება 12-რაუნდიანი იქნება და კლასიკური კრივის სტილით სამწუთიანი რაუნდებით გაიმართება. დოპინგ ტესტზე ორივე მოკრივეს შეერთებული შტატების ანტი-დოპინგური სააგენტო (USADA) შეამოწმებს.

შერეული ორთაბრძოლების (MMA) კომპანია UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაიტმა კონორ მაკგრეგორისა და ფლოიდ მეივეზერის ბრძოლის შესახებ ოფიციალურად დაამოწმა. უაიტმა აღნიშნა, რომ კონორ მაკგრეგორი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

თითქმის ყველა ბუკმეიკერი და ორთაბრძოლების სპეციალისტების უმრავლესობა უპირობო ფავორიტად მოკრივე ფლოიდ მეივეზერს მიიჩნევს, თუმცა არასწორი იქნება იმის იგნორირება, რომ ის რინგზე ბოლოს 2 წლის წინ გავიდა - მეივეზერმა კარიერა 2015 წელს ანდრე ბერტოსთან გამარჯვების შემდეგ დაასრულა. მის სტატისტიკას კი 49 გამარჯვება ახსოვს და არცერთი მარცხი.

მეივეზერის შესაძლებლობები და კლასი ცნობილია, თუმცა 40 წლის ასაკი და ორწლიანი პაუზა, მასზე 11 წლით უმცროს მაკგრეგორს გარკვეულ შანსს აძლევს. აღსანიშნავია ისიც, რომ მაკგრეგორს უპირატესობა ხელების სიგრძეშიც ექნება. ირლანდიელი მებრძოლის პლიუსი მისი ცაციაა, ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ მეივეზერს კრივში ყველა ბრძოლა მოგებული აქვს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცაცია მოკრივეები მისთვის პრობლემური მეტოქეები იყვნენ.

ფლოიდ მეივეზერი კრივის ისტორიაში საუკეთესო დამცველია. იგი რინგზე თითქმის ყოველთვის ხელშეუხებელი იყო. მეორეს მხრივ, კონორ მაკგრეგორი შემტევი მანქანაა, რომელიც მეტოქეს საოცარი სიზუსტით ურტყამს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]