weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ყატარის მუნდიალზე შესაძლოა უკვე 48 გუნდმა ითამაშოს

11:26 ხუთშაბათი, 01 ნოემბერი 2018

აზიის საფეხბურთო კონფედერაციის (AFC) კონგრესზე FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ არ გამორიცხა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდების 32-დან 48-მდე გაზრდა უკვე მომდევნო, 2022 წელს ყატარში გასამართ მუნდიალზე მოხდეს.

„მუნდიალზე მონაწილეთა რაოდენობის 32-დან 48-მდე გაზრდა გადავწყვიტეთ და ეს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდება, თუმცა გამორიცხული არ არის, მატება უკვე მომავალ, ყატარულ მსოფლიო თასზე მოხდეს. ამ წინადადებას ახლა განვიხილავთ ჩვენს ყატარელ და რეგიონის წარმომადგენელ სხვა მეგობრებთან ერთად და ვიმედოვნებთ, ყველაფერი წარმატებით დაგვირგვინდება“, - განაცხადა საფეხბურთო მაღალჩინოსანმა.

შეგახსენებთ, რომ აზიური სიცხის გამო ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი ზაფხულის ნაცვლად 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]