weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბიძინაშვილი და თავართქილაძე საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

11:42 ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018

რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკმა წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, მე-6 ეტაპს უმასპინძლა, რომლის ბოლო სამი რბოლაც კვირას გაიმართა. „ლეჯენდსის“ კლასში ჩემპიონი არჩილ ბიძინაშვილი გახდა, რომელმაც ბოლო რბოლაც დაძაბულ რბოლაში მოიგო, ფორმულა „ალფას“ კლასში კი ჩემპიონი სანდრო თავართქილაძე გახდა, ვინც სეზონის ბოლო რბოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ბოლო ეტაპის მეორე დღეს ხუთი რბოლა გაიმართა - პირველი დღის პროგრამას, რომელშიც ფორმულა „ალფას“,ლეჯენდსისა და ტურინგის რბოლები შედიოდა, ამჯერად ვეტერანთა ორი რბოლაც დაემატა, რომელთაგან ერთში, ყოფილი საბჭოეთის რესპუბლიკების მრბოლთა გარდა, მონაწილეობა ცნობილმა ბულგარელმა მრბოლმა, სტოიან აპოსტოლოვმაც მიიღო.

საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლებში

მე-6 ეტაპი, 2018 წლის სეზონის დახურვა, პირველი დღე

ლეჯენდსი (10 წრე)

არჩილ ბიძინაშვილი (საქართველო) 19:29.807

ფორმულა ალფა (10 წრე)

სანდრო თავართქილაძე (საქართველო) 18:50.239

BMW კომპაქტი და ტურინგ 1600, აბსოლუტური (12 წრე)

დათა ქაჯაია (Honda Civic, საქართველო) 23:55.097

ვეტერანები (ლეჯენდსი, რბოლა 1, 5 წრე)

ოლექსიი ვარავინი (უკრაინა) 8:16.465

ვეტერანები (ლეჯენდსი, რბოლა 2, 5 წრე)

ალექსანდრ პოტეხინი (რუსეთი) 8:13.010

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]