weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გურჯაანის „ალაზანი“ ღია ლიგის გამარჯვებულია

11:05 შაბათი, 10 ნოემბერი 2018

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის რანგით მე-5 დივიზიონის, ღია ლიგის გამარჯვებული გურჯაანის გუნდი „ალაზანი“ გახდა. გათამაშების უკანასკნელ ტურში „ალაზანმა“ თბილისის „გიფას“ უმასპინძლა და 8:1 მოიგო, რითაც დაწინაურდა და გაისად რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ „ალაზანი“ ღია ლიგის დაწყებიდან დასრულებამდე პირველ ადგილზე იყო და ცხრაგუნდიან გათამაშებაში ლიდერობა არცერთ ტურში არ დაუკარგავს.

რანგით მე-4 გათამაშებაში, რეგიონულ ლიგაში აღზევებული „ალაზანი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან 40 ათასლარიან დაფინანსებას მიიღებს და უფლება ექნება, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე იასპარეზოს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]