weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ბორჯღალოსნები“ დღეს იტალიის ნაკრებს სტუმრად შეერკინებიან

12:12 შაბათი, 10 ნოემბერი 2018

დღეს, იტალიის ქალაქ ფლორენციაში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს. სტადიონ „არტემიო ფრანკიზე“ ტესტ-მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება, მისი პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი „იმედსა“ და „რაგბი TV“-ზე იქნება.

აღნიშნული მატჩის ინტერესი უდიდესია, რადგან სარაგბო სამყაროს აინტერესებს, რა გავლენას იქონიებს დღევანდელი შეხვედრა ექვსი ერის ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით, რაზეც „ბორჯღალოსნების“ ახალ ზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა კომენტარი გააკეთა.

„საქართველოს ექვს ერში შესვლის კუთხით, რა თქმა უნდა, ეს თამაში გადამწყვეტი ვერ იქნება, მაგრამ შესაძლოა მან კიდევ უფრო გაზარდოს საუბრები ამ თემასთან მიმართებაში. საფრანგეთში საკმაოდ ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ. ჩვენთვის ეს არის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში და მიუხედავად ტრავმების სიმრავლისა, თამაშს ოპტიმალური შემადგენლობით ვხვდებით“. - განაცხადა ჰეიგმა.

„ბორჯღალოსნების“ კაპიტნის, მერაბ შარიქაძის თქმით, ბოლო წლებში არასდროს დაფიქსირებულა ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრების გასვლით მატჩზე რამდენიმე ათასი გულშემატკივარი ჩასულიყო. მისივე განმარტებით, ნაკრებს არ აქვს იმის ილუზია, რომ ამ თამაშის მოგებით ან წაგებით კოლოსალურად შეიცვლება ექვს ერში შესვლა-არშესვლის საკითხი, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენთვის შანსის მოცემის საკითხი აქტუალური გახდება.

იტალიური მედიის ინფორმაციით, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე 20 000 მაყურებელს ელოდებიან და აქედან 2000 ქართველი გულშემატკივარი იქნება.

საგანგებოდ დღევანდელი შეხვედრისთვის, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე 16:30 საათზე შეკრებილი გულშემატკივრების მეირ შესრულებული ეროვნული ჰიმნი ჩაიწერება და იტალიაში გაიგზავნება, რათა თამაშის დაწყებამდე დიდ ეკრანზე გაიშვას.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]