weather cur horoscope tv
იანვარი 22, 2020

ყაზახეთთან მატჩის ყველა ბილეთი 1 ლარი ეღირება

15:44 ორშაბათი, 12 ნოემბერი 2018 hits 358

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები UEFA-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში 19 ნოემბერს, „დინამო არენაზე“ ყაზახეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გაუკეთა – ყაზახეთთან მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთის ფასი მხოლოდ 1 ლარი იქნება.

„მადლობა გულშემატკივრობისთვის!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, წლის ბოლო ოფიციალური მატჩის - საქართველოსა და ყაზახეთის შეხვედრის ყველა ბილეთი, სიმბოლურად, მხოლოდ 1 ლარი ეღირება. აღნიშნული აქციის მიზანია, მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული ქომაგობისთვის. ჩვენი ნაკრების წარმატება უპირველესად ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.

საქართველო-ყაზახეთი 19 ნოემბერს „დინამო არენაზე“  21:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გუნდებმა პირველი შეხვედრა ასტანაში გამართეს და იგი „ჯვაროსნების“ გამარჯვებით დასრულდა. ოთხი განვლილი ტურის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდი ქვეჯგუფის გამარჯვებულია, ყაზახეთამდე კი ეროვნული გუნდი 15 ნოემბერს სტუმრად ანდორაში ითამაშებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]