weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გიორგი ჩაკვეტაძით „ბარსელონა“ დაინტერესდა

10:28 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ბელგიურ „გენტში“ მოთამაშე 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეს საფეხბურთო გრანდი „ბარსელონა“ აკვირდება. ავტორიტეტული ესპანური გამოცემების ცნობით, ჩაკვეტაძის გამო ანდორა-საქართველოს მატჩს „ბარსელონას“ სკაუტები დაესწრებიან.

როგორც პირენეული მედია წერს, „ბარსელონა“ გიორგი ჩაკვეტაძით უკვე წელიწადზე მეტია დაინტერესებულია.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძისადმი ინტერესი აქამდე სამმა გერმანულმა კლუბმა - დორტმუნდის „ბორუსიამ“, ლევერკუზენის „ბაიერმა“ და ფრანკფურტის „აინტრახტმა“ გამოიჩინეს.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]