weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პატარიძე და ბოლქვაძე ჩემპიონები გახდნენ, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა

11:24 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს. ნუგზარ წურწუმიასა (55 კგ) და ზვიად პატარიძის (130 კგ) მიერ მოგებულ ოქროს მედლებს თავისი წილი ოქრო მიამატა გელა ბოლქვაძემ (82 კგ). საქართველოს ნაკრებმა ჯამში 5 მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ბოლქვაძემ საჩემპიონო ბრძოლაში რუმინელი მეტოქე ბოლო ილეთის უპირატესობით დაამარცხა (3:3). ფინალამდე მან ჩინელ  (5:1), ბელარუს (1:1) და იაპონელ (5:1) მეტოქეებს აჯობა.

ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა რამაზ ზოიძე (72 კგ), გიორგი მელიამ (97 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ზოიძემ ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა, ფინალში კი თურქ მოჭიდავეს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით (1:2) დამარცხდა.

გიორგი მელიამ ყაზახი (3:2), ლიეტუველი (7:6) და გერმანელი (9:0) მეტოქეების ძლევის შემდეგ, უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში რუსთან წაგებით (0:9). დაკარგა, რეპეშაჟის ფინალში კი იტალიის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ კახელაშვილს დაეჭიდა და 3:1 მოუგო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]