weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

უეინ რუნი ნაკრებს დაემშვიდობა

10:55 პარასკევი, 16 ნოემბერი 2018

ინგლისის ნაკრების ექს-კაპიტანი და მთავარი ბომბარდირი უეინ რუნი ეროვნულ გუნდს შეერთებული შტატების ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში დაემშვიდობა. შეხვედრაში რუნიმ ნაკრების მაისური 120-ედ მოირგო და ჰარი კეინმა მას კაპიტნის სამკლაურიც სიმბოლურად დაუთმო.

„სამ ლომთან“ უეინ რუნის დამშვიდობება ამაღელვებელი გამოდგა. იგი ლონდონის „უემბლის“ მინდორზე თავის ოთხ ვაჟთან ერთად გამოჩნდა, მაყურებელს მიესალმა და ცრემლიც წამოუვიდა, თამაშში კი 58-ე წუთზე დელე ალის ნაცვლად ჩაერთო.

ინგლისელებმა ამერიკელები 3:0 დაამარცხეს. რუნის გოლი არ გაუტანია, თუმცა 53 გოლით კვლავ რჩება ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლედ.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნი, რომელიც ამჟამად ამერიკული „დი სი იუნაიტედის“ ღირსებას იცავს, გამოსათხოვარ მატჩამდე ეროვნულ გუნდში 2003-2016 წლებში თამაშობდა. მასზე მეტი მატჩი ინგლისის ნაკრებში მხოლოდ პიტერ შილტონს აქვს ნათამაშები - ინგლისელ გოლკიპერს 125 შეხვედრა აქვს გამართული 1970-1990 წლებში.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]