weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჩაკვეტაძემ „ბარსელონას“ პირველი გამოცდა ჩააბარა

10:31 შაბათი, 17 ნოემბერი 2018

როგორც უკვე ვწერდით, გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ სერიოზული ინტერესი საფეხბურთო გრანდმა „ბარსელონამ“ გამოთქვა და 19 წლის შემტევი ფეხბურთელის სანახავად კატალონიური გრანდის სკაუტი ანდორა-საქართველოს მატჩს დაესწრო.

ჩაკვეტაძე ანდორასთან მატჩში ქართველთა რიგებში საუკეთესო იყო. ესპანური მედიის ინფორმაციით, „ბარსელონას“ სკაუტმა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის თამაში მოიწონა და მასზე კარგი მოხსენებები ჩაინიშნა.

sport.es-ის ახალ ნომერში ვკითხულობთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე „ბარსელონას“ ახალი გატაცებაა. კატალონიური კლუბი 19 წლის შემტევს ერთ წელზე მეტია აკვირდება. გიორგიმ ესპანური კლუბის სკაუტების გამოცდა წარმატებით გაიარა – ანდორას წინააღდეგ გატანილი გოლი მის ანგარიშზეა და მატჩის გამორჩეული მოთამაშეც იყო – წერს Sport.es.

როგორც ესპანური გამოცემები წერენ, გიორგი ჩაკვეტაძე „ოსტატურად შეურაცხმყოფელი“ ფეხბურთელია, საოცარი ტექნიკით და შესანიშნავი ხედვით. ის ისეთი ღირებულებების მატარებელია, რითაც „ბარსელონაში“ ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ამჟამად ბელგიური „გენტის“ ლიდერია. 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, ბევრჯერ მოხვდა ბელგიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში და ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში მის შედეგიანობას, „ჯვაროსნების“ რიგებში გამართულ 6 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]