weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბრაზილიის საფეხბურთო ფორმის ავტორი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

17:21 შაბათი, 17 ნოემბერი 2018

ბრაზილიის ქალაქ პელოტასში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი, ჟურნალისტი, ილუსტრატორი და დიზაინერი ალდირ გარსია შლეე - ადამიანი, რომელმაც ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების საყოველთაოდ ცნობილი ყვითელი ეკიპირება „კამიზა კანარინიო“ მოიგონა.

ბრაზილიელთათვის ავადსახსენებელ 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ურუგვაისთან საშინაო ტრაგიკული მარცხის შემდეგ, ქვეყანაში გადაწყდა, უარი ეთქვათ მთლიანად თეთრი ფორმისთვის, რომლითაც მანამდე „სელესაო“ ასპარეზობდა და გამოცხადდა კონკურსი ახალი ფორმის დიზაინზე. მრავალი ვარიანტის განხილვის შემდეგ, ალდირ შლეეს ვარიანტი დამტკიცდა - ბრაზილიის დროშის ფერებით შემუშავებული ეკიპირება - ყვითელი მაისური მწვანე მანჟეტებითა და საყელოთი, ლურჯი შორტი და თეთრი გეტრები. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კონკურსის დროს მწერალი 19 წლის იყო.

ლეგენდარული ბრაზილიელის საპატივსაცემოდ მის მშობლიურ ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, ხოლო ლონდონში გამართული ბრაზილიისა და ურუგვაის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]