weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ნეიმარმა ნაკრებში მე-60 გოლი გაიტანა

10:22 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ლიდერმა ნეიმარმა ურუგვაისთან ლონდონში გამართულ ამხანაგურ მატჩში ერთადერთი გოლი პენალტით გაიტანა და ეროვნულ გუნდში გოლების რაოდენობა 60 გაუხდა.

26 წლის სუპერვარსკვლავი ბრაზილიის ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც 60 გოლის გატანა შეძლო. ამ მიღწევისთვის მას „სელესაოს“ მაისურით 95 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

ბრაზილიის ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით ნეიმარის წინ მხოლოდ ორი ლეგენდარული ფეხბურთელია - პელე (77 გოლი, 92 მატჩი) და რონალდო (62 გოლი, 98 მატჩი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]