weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

შენგელიას ესპანური პრიზი

11:12 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

თორნიკე შენგელიას კლუბმა „ბასკონიამ“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურში „გრან კანარია“ 91:76 დაამარცხა, ქართველი კალათბურთელი კი, რომელსაც მატჩის წინ ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშისთვის კუთვნილი პრიზი გადაეცა, ამჯერადაც გამორჩეული იყო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი გასულ თვეში საშუალოდ 15.5 ქულას, 4.1 მოხსნასა და 3.0 პასს აგროვებდა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19.8 იყო, რაც ვერავინ გადაფარა.

„გრან კანარიასთან“ შეხვედრაში „თოკომოტივი“ სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ ათიდან 6 ორქულიანი და ხუთიდან 4 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ეს თამაშის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა მოედანზე 26 წუთი დაჰყო, შვიდან 3 ორქულიანი და რვიდან 3 სამქულიანი 15 ქულას 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა წაამატა.

„ბასკონიამ“, რომელსაც ამ მატჩის წინ მთავარ მწვრთნელად ვლადიმირ პერასოვიჩი დაუბრუნდა, 7 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და გიორგი შერმადინის „უნიკახასთან“ ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]