weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

წლის შემაჯამებელი ტურნირი ზვერევმა მოიგო

11:57 ორშაბათი, 19 ნოემბერი 2018

11-18 ნოემბერს გამართულ წლის უკანასკნელი საჩოგბურთო ტურნირის ფინალში, რომელიც ტრადიციულად ლონდონში შედგა, ერთმანეთს მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი და მეხუთეადგილოსანი ალექსანდერ ზვერევი უმცროსი დაუპირისპირდნენ. ბევრისთვის გასაკვირად, რუსული ფესვების მქონე გერმანელმა ჩოგბურთელმა „ნოლეს“ დამარცხება ორ სეტში 6:4, 6:3 შეძლო.

საშა ზვერევმა 10 ეისი ჩააწოდა და ექვსიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ჯოკოვიჩმა კი თითო-თითო ეისი და ბრეიკი შეასრულა.

სხვათა შორის, ჩოგბურთელები ამავე ტურნირზე ფინალამდეც შეხვდნენ ერთმანეთს -  ჯგუფური ეტაპის მატჩი ნოვაკ ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა.

ამ გამარჯვებისთვის ალექსანდერ ზვერევმა 1500 სარეიტინგო ქულა მიიღო და მსოფლიო რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა - მან არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს გაასწრო.

აღსანიშნავია, რომ ზვერევმა ჯოკოვიჩი გასულ წელს, რომის მასტერსის ფინალშიც დაამარცხა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]