weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ავთანდილ ხურციძეს დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა

12:41 ორშაბათი, 19 ივნისი 2017

მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ (WBO) ნიუ იორკში რუსულ მაფიასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ მოკრივე ავთანდილ ხურციძეს საშუალო წონაში დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა.

მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ საკუთარი გადაწყვეტილება სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა. როგორც WBO-ს ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი, ვინაიდან ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი და გაუქმდა დაგეგმილი ორთაბრძოლა, რეზოლუციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდეს.

ავთანდილ ხურციძეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ინგლისელ ბილი ჯო სანდერსთან 8 ივლისს უნდა გაემართა, თუმცა ქართველი მოკრივის დაკავების გამო შეხვედრა გაუქმდა და გაურკვეველი დროით გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]