weather cur horoscope tv
ოქტომბერი 25, 2020

ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია

10:40 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018 hits 5709

UEFA-ს ერთა ლიგის ნახევარფინალურ პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა. „ჯვაროსნები“ შინ გასამართ შეხვედრაში ბელარუსის წინააღმდეგ ითამაშებენ.

როგორც იცით, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ერთა ლიგის D დივიზიონში საუკეთესო შედეგი (16 ქულა) აჩვენა, რითაც ნახევარფინალურ პლეი-ოფში საკუთარ მინდორზე თამაშის უფლება მოიპოვა. ბელარუსი კი ერთა ლიგის D დივიზიონის ოთხ ნახევარფინალისტს შორის ყველაზე ცუდი სტატისტიკის მქონე გუნდი გახდა და მეტოქედ სწორედ საქართველოს ნაკრები ერგო.

D დივიზიონის მეორე ნახევარფინალურ პლეი-ოფში ერთმანეთს მაკედონია და კოსოვო შეხვდებიან. ხსენებული ოთხი ქვეყნის ნაკრებიდან ერთი გამარჯვებული კი ევრო 2020-ის საგზურს მოიპოვებს.

ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების ზუსტი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ნახევარფინალური შეხვედრები 2020 წლის 26-28 მარტს გაიმართება, ფინალი კი 29-31 მარტის რომელიმე დღეს შედგება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ხსენებულ პლეი-ოფებამდე ევროპის 2020 წლის შესარჩევი ეტაპი ტრადიციული ფორმატით, მომავალი წლის მარტიდან ნოემბრამდე პერიოდში გაიმართება. შესარჩევ ციკლში, რომელიც ევრო 2020-ზე მონაწილე 20 გუნდს გამოავლენს, საქართველო მე-4 კალათში იქნება განთესილი და შესარჩევი ციკლიდანაც ექნება შანსი ევროპის პირველობაზე გავიდეს. რეგულარული შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ კი ერთა ლიგის ზემოთხსენებული პლეი-ოფებით ევროპის ჩემპიონატის კიდევ 4 საგზური გათამაშდება, ამ ოთხიდან ერთის მოპოვების შანსი კი საქართველოს ნაკრებს აქვს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]