weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შერმადინი ყველაზე შედეგიანია

10:48 ხუთშაბათი, 22 ნოემბერი 2018

გიორგი შერმადინის კლუბმა „უნიკახამ“ ევროთასის D ჯგუფში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. მალაგელი კალათბურთელები მონტენეგროს წარმომადგენელ „მორნარ ბარს“ შეხვდნენ და სტუმარი მეტოქე 113:76 გაანადგურეს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა 26 ქულა ჩააგდო და ბარელები არც ამჯერად დაუნდია. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მართალია, მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე, პარკეტზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა, მაინც საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ქართველმა ლეგიონერმა ათიდან 8 ორქულიანი და ექვსიდან 3 საჯარიმო ჩააგდო და 19 ქულას 4 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა წაამატა. შერმადინს ერთხელ დაუფარეს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ოთხჯერ დაირღვა. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ფინელ თანაგუნდელ სასუ სალინს (25) ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულას 7 მოხსნა წაამატა.

ესპანურმა გუნდმა 8 ტურში 7 მოგება მოაგროვა და ჯგუფს რუსულ „უნიკსთან“ ერთად ლიდერობს, რომელსაც სანაკრებო პაუზის შემდეგ, 12 დეკემბერს, ყაზანში ეთამაშება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]