weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დიდიე დროგბამ კარიერა დაასრულა

13:12 ხუთშაბათი, 22 ნოემბერი 2018

კოტ დ'ივუარელმა ფეხბურთის ვარსკვლავმა დიდიე დროგბამ მოთამაშის კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

„მინდა ყველა ფეხბურთელს, მწვრთნელს, გუნდსა და ფანს, რომელსაც შევხვედრილვარ და ვისთანაც ეს დიდი თავგადასავალი მქონდა, მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა დიდიე დროგბამ.

დროგბამ სახელი მარსელის „ოლიმპიკში“ თამაშით გაითქვა, საიდანაც მალევე „ჩელსიში“ გადაბარგდა. აფრიკელ ფეხბურთელს კარიერის საუკეთესო წლები სწორედ ლონდონური კლუბის შემადგენლობაში ჰქონდა. დროგბამ „არისტოკრატების“ მაისურით 381 მატჩში 164 გოლი გაიტანა, ოთხჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა, ერთხელ - ჩემპიონთა ლიგა, ცხრაჯერ კი - ინგლისის სხვა შიდა ტიტულები.

„ჩელსის“ შემდეგ ჩინურ „შანხაი შენჰუასა“ და სტამბოლის „გალათასარაიში“ თამაშობდა. თუქრულ გრანდთან ერთად ასევე მოიგო შიდა ჩემპიონატი და თასები. კარიერის მიწურულს დროგბა ამერიკაში წავიდა და ორ კლუბში, „მონრეალ იმპაქტსა“ და „არიზონა რაიზინგში“ ასპარეზობდა. მიღებული აქვს 30-ზე მეტი პირადი ჯილდო და ინდივიდუალური პრიზი, მათ შორის - ინგლისის პრემიერ ლიგის ბომბარდირის ორი წოდება და ორჯერ საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის წოდება.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, კოტ დ’ივუარის ნაკრებში დიდიე დროგბა 2002-2014 წლებში გამოიდოდა და 104 მატჩში 65 გოლი გაიტანა, რითაც ამ ქვეყნის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. ეროვნულ გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო სამ მსოფლიო ჩემპიონატზე, 2006, 2010 და 2014 წლებში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]