weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

UEFA-მ იცოდა რომ რამოსი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დოპინგზე ჩავარდა

11:52 შაბათი, 24 ნოემბერი 2018

პრესტიჟული გერმანული გამოცემა Der Spiegel წყაროზე დაყრდნობით სენსაციურ ინფორმაციას აქვეყნებს. მისი ცნობით, მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი დოპინგ ტესტზე ორჯერ ჩავარდა, მაგრამ UEFA-მ სკანდალისგან თავის არიდების მიზნით, ეს ყველაფერი არ გაასაჯაროვა.

როგორც წყარო იტყობინება, პირველად ეს 2017 წლის 3 ივნისს მოხდა - ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ მატჩის დასრულების შემდეგ, რომელიც ესპანელებმა 4:1 მოიგეს. მაშინ სერხიო რამოსის სისხლში დექსამეტაზონის კვალი აღმოჩნდა, რომელიც ათავისფულებს ტკივილს და ზრდის კონცენტრაციას. იგი მსოფლიო დოპინგის სააგენტოს მიერ (WADA) აკრძალულ პრეპარატებში შედის იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ წინასწარ არსებობს სამედიცინო ჩანაწერი, თუმცა, რამოსთან არსებულ ვითარებაში შესაბამისი ჩანაწერები არ გაკეთებულა.

„სამეფო კლუბის“ ექიმმა განაცხადა, რომ ხსენებული პრეპარატი სერხიო რამოსს შეცდომით მიაწოდა, მაგრამ არც რამოსი დაისაჯა და არც მადრიდული გრანდის ექიმი.

გარდა ამისა, სერხიო რამოსი დოპინგ ტესტზე წინა სეზონში, მიმდინარე წლის აპრილში, „მალაგასთან“ მატჩის შემდეგაც ჩავარდა, თუმცა შესაბამისმა უწყებებმა ყურადღება არც მაშინ გამოიჩინეს.

„შპიგელის“ სენსაციურ და სკანდალურ ინფორმაციაზე მადრიდის „რეალის“ პასუხმაც არ დააყოვნა და კლუბმა განმარტება გააკეთა:

„Der Spiegel-ის გავრცელებულ ცნობაზე, რომელიც ჩვენს კაპიტან სერხიო რამოსს ეხება, შეგვიძლია ვუპასუხოთ:

  1. სერხიო რამოსს არასდროს დაურღვევია დოპონგ კონტროლი.
  2. UEFA-მ დროულად მოითხოვა ინფორმაცია და საქმე დაუყოვნებლივ დახურა მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოსა და UEFA-ს ექსპერტების შემოწმების შემდეგ.
  3. ზემოხსენებული პუბლიკაციის დანარჩენი შინაარსის შესახებ კლუბი კომენტარს ვერ გააკეთებს.“

ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, „რეალის“ კაპიტნის გარდა, სხვა და სხვა დროს, მადრიდის „სამეფო კლუბის“ კიდევ 10 ფეხბურთელის, მათ შორის კრისტიანო რონალდოსა და ტონი კროოსის დოპინგ ტესტებმა დადებითი პასუხი აჩვენეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]