weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რონალდინიოს პასპორტი და ავტომობილები ჩამოართვეს

12:39 შაბათი, 24 ნოემბერი 2018

ბრაზილიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამავე ქვეყნის პოლიციამ ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდო დე ასის მორეირას, იგივე რონალდინიოს, ძვირფასი ნივთები - ავტომობილები, ნახატები, სნუკერის მაგიდა და პასპორტი ჩამოართვა.

საქმე ისაა, რომ „გაუჩომ“ თავის ძმასთან ერთად 2015 წელს უკანონო მშენებლობა წამოიწყო, რის გამოც იგი 1.7 მილიონი ევროს ოდენობით დაჯარიმდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ფეხბურთის ლეგენდა ჯარიმის გადახდას არ აპირებდა.

რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდინიოს ბალანსზე მხოლოდ 5 ევრო ჰქონდა, თუმცა გამოძიების ინფორმაციით, იგი ბანკროტი არ არის და ჯარიმის გადახდაც შეუძლია.

შეგახასენებთ, რომ რონალდინიომ მოთამაშის კარიერა მიმდინარე წლის დასაწყისში დაასრულა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]