weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

ყაზაიშვილი კარიერას ამერიკის ჩემპიონატში გააგრძელებს

10:40 სამშაბათი, 20 ივნისი 2017 hits 1441

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის „ვიტესის“ წევრი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) კლუბ „სან ხოსე ერსქვეიკსში“ გააგრძელებს.

როგორც ირკვევა, „ვიტესს“ ყაზაიშვილის დაბრუნება არ სურს, კონტრაქტი კი მას ჰოლანდიურ კლუბთან 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამასობაში, ქართველი ფეხბურთელით სან ხოსეს „ქვეიკსი“ დაინტერესდა და მზადაა იგი გადაიბიროს.

„სან ხოსე ერსქვეიკსი“ MLS-ის მიმდინარე გათამაშებაში დასავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილზეა, 16 შეხვედრაში 20 ქულა აქვს და საპლეი-ოფო ადგილს იკავებს. მის შემადგენლობაში კი ბევრი ამერიკული გუნდისგან განსხვავებით, ცნობადი ევროპელი ფეხბურთელები არ თამაშობენ.

რაც შეეხება ყაზაიშვილს, ქართველმა შემტევმა ნახევარცმველმა გასული სეზონი იჯარის წესით ვარშავის „ლეგიაში“ გაატარა, პოლონეთის ჩემპიონიც გახდა, მაგრამ ამაში დიდი წვლილი არ შეუტანია, რადგან გუნდს ვერ მოერგო და მცირე სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]