weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ტოჩინოშინი ყველაზე მეტი გამარჯვების გამო დაჯილდოვდა

11:55 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

25 ნოემბერს, სუმოში კიუსიუ ბაშოს დასკვნით დღეს ტოჩინოშინმა დასანანი მარცხი იწვნია შოჰოზანის წინააღმდეგ, თუმცა წლის უკანასკნელი სუპერტურნირი დადებითი ბალანსით (8:7) დაასრულა და ოძეკის წოდება შეინარჩუნა. ამას გარდა ლევან გორგაძემ ჯილდოდ თასი მიიღო, რადგან კალენდარული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მოგება (59) დააგროვა.

ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში კიუსიუ ბაშოს გამარჯვებული 22 წლის სუმოტორი ტაკაკეიშო გახდა, რომელმაც პირველად შემართა „იმპერატორის თასი“. აღმოსავლეთის კომუსუბის წოდების მქონე იაპონელმა სენსაციურ კიუსიუ ბაშოზე 13 გამარჯვების წილ 2 მარცხი მოაგროვა და მეტოქეებისგან მიუწვდომელი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხსენებულ ბაშოზე სამი მოქმედი იოკოზუნა (კისენოსატო, კაკურიუ, ჰაკუჰო), ასევე ოძეკი გოეიდო არ მონაწილეობდა.

აქვე გეტყვით, რომ რანგით მესამე დივიზიონ მაკუშიტაში დადებითი ბალანსი ასევე გაიფორმა მეორე ქართველმა სუმოტორიმ, გაგამარუმ. თეიმურაზ ჯუღელმა 5 მოიგო, ორჯერ კი დამარცხდა და მომავალი სუპერტურნირისთვის რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში აღზევდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]