weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ხორვატიამ დევისის თასი მოიგო

14:51 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

დევისის თასზე 2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი გამეორდა, თუმცა ამჯერად ხორვატებმა ფრანგები დაამარცხეს. მარინ ჩილიჩმა თასის ფინალურ შეხვედრაში ფრანგი ლუკა პუიე სამ სეტში დაამარცხა, ამ გამარჯვების შემდეგ კი ხორვატი ჩოგბურთელები დევისის თასს დაეუფლნენ. ხორვატ ჩოგბურთელებს ქვეყნის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩიც გულმხურვალედ ქომაგობდა.

ფინალური მატჩი 2 საათი და 22 წუთი გაგრძელდა. მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა ჩალიჩმა 7 ეისი შეასრულა, დაუშვა 4 ორმაგი შეცდომა და გამოიმუშავა 3 ბრეიკ-პოინტი.

ფინალამდე მარინ ჩილიჩმა ჟო-ვილფრიდ ცონგა დაამარცხა, ბორნა ჩორიჩმა კი - ჟერემი შარდის აჯობა.

ფრანგებმა ფინალური სერია მას შემდეგ გააგრძელეს, რაც პიერ-იუგ ერბერმა და ნიკოლა მაიუმ წყვილთა თანრიგში ივან დოდიგისა და მატე პევიჩის დამარცხება მოახერხეს, მაგრამ ხორვატებმა საქმე გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს.

ხორვატებმა აღნიშნული გუნდური ტიტული მეორედ მოიპოვეს - მათი პირველი გამარჯვება 2005 წლით თარიღდება.

აქევ გეტყვით, რომ დევისის თასის ფინალით ტრადიციულად საჩოგბურთო სეზონი დასრულდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]